-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
სანიკიძე ჯუმბერ გრიგოლის ძე (01.V.1932, თბილისი-07.III.2006, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1955). სწავლობდა ხარკოვის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურაში, სადაც მის ხელმღვ. იყო აკად. ილია ლიფშიცი (1956-1959). ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დანიშნულ იქნა საქართ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1959). სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტის დაბალი ტემპერატურების თეორ. ფიზიკის ლაბორ. გამგე; თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის პროფესორი და კიბერნეტიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეც. დარგში. ხარკოვის სახელმწ. უნ-ტში აკად. ილია ლიფშიცის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1960), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თბილისში კიბერნეტიკის ინ-ტში, თემაზე: ’’ზედენად სითხეებში ტალღური პროცესების შესწავლა’’ (1974). მის მიერ გამოქვეყნებულია რვა ათეულზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის უმნიშვნელოსანია ფუნდამენტალური მონოგრაფიული შრომები: ’’Растворы квантовых жидкостей He3-He4’’ (1973); ’’Волновые процессы в сверхтекучей жидкости’’ (1981). აღნიშნული ნაშრომები აჯამებენ ზედენად სითხეებში სხვადასხვა ბგერათა რხევების შესწავლის გარკვეულ ეტაპს. მისი ხელმძღვანელობით თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე დაცულია არაერთი სადიპლომო ნაშრომი და რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: „Oscillatory motion in 3He-A and the participation of the superfluid component in diffusion modes“ (Sov. J. Low Temp. Phys., 1991, N 17); „Sound propagation in superfluid 4He and 3He-A with slip boundary conditions“ (Sov. J. Low Temp. Phys., 1985, N 11).